შპს „მწკ „ფარმასოფტ“ არის საიმედო პარტნიორი ჯანდაცვის სფეროში. ჩვენი მთავარი მისიაა — ჯანდაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა ჩვენი პროდუქტების უსაფრთხოების მონიტორინგი. უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება კომპანიას საშუალებას აძლევს მიიღოს და წარუდგინოს პაციენტებსა და ექიმებს უფრო სრული და ნამდვილი ინფორმაცია პრეპარატის შესახებ, რაც თავის მხრივ ეხმარება ექიმებს პაციენტების მკურნალობის უკეთესი კონტროლის განხორციელებაში. ეთიკურ პრინციპებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებზე დაყრდნობით, ჩვენ ვახორციელებთ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ვამუშავებთ მას, ვაკეთებთ შეფასებას და ვაწვდით ექიმებსა და მარეგულირებელ ორგანოებს.
თუ თქვენთვის ცნობილი გახდა უარყოფითი მოვლენების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნენ შპს „მწკ „ფარმასოფტ“ სამკურნალო პრეპარატების მიღების პროცესში, ან/და პრეტენზიების შესახებ მათი ეფექტურობასა და ხარისხის მიმართ, გთხოვთ, გვაცნობოთ:
- მისამართზე: 109544, ქ.მოსკოვი, ენტუზიასტების ბულვარი, ს.2
- ელექტრონული ფოსტით: pv@pharmasoft.ru
- ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: +7 (495) 626-47-55
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია! თქვენი თანადგომა გვეხმარება კომპანიის პრეპარატების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ამაღლებასა და პაციენტების უფლებების, კეთილდღეობის და უსაფრთხოების დაცვაში.